"UX/UI დიზაინის კურსზე ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო" - დავით კრიჭიაშვილის შთაბეჭდილება

დავით კრიჭიაშვილმა, სმარტ აკადემიაში UX/UI დიზაინის კურსი გაიარა. ის თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს კურსის შესახებ.
2020 წელს, ჩემმა მეგობარმა დაიწყო UX/UI დიზაინის შესწავლა და მალევე მეც დამაინტერესა. როდესაც სწავლა დავიწყე მივხვდი, რომ ამ სფეროში თავს კარგად ვგრძნობდი და ყველა პროცესი მსიამოვნებდა, აქედან გამომდინარე განვაგრძე UX/UI-ის ღრმად შესწავლა.
რას იტყვი UX/UI დიზაინის კურსის შესახებ?
სმარტ აკადემიის UX/UI დიზაინის კურსზე ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო, ძალიან საინტერესო იყო კურსელებთან ერთად ნამუშევრების განხილვა. კურსის მანძილზე დავხვეწე და განვივითარე ბევრი პატარ-პატარა უნარი. აქ დაგროვილი ცოდნის წყალობით შემიძლია განვაგრძო ჩემი მოღვაწეობა, როგორც UX/UI დიზაინერმა.
მოგვიყევი ფინალური პროექტის შესახებ
ფინალურ დავალება ყველაზე მეტად გამორჩეული იყო. რადგანაც E-commerce-თან მაქვს შეხება რთული არ იყო წიგნების ონლაინ მაღაზიის შექმნა. საინტერესო იყო ლოგოსა და სახელის შექმნის პროცესი, პროექტის სახელად ავირჩიე "BOOKNITO" სახელი არის ორი სიტყვის ნაზავი – „BOOK“ და „NITO“, რომელთაგან თითოეულს თავისი მნიშვნელობა აქვს. "BOOK" ანუ წიგნი და "NITO", რომელიც ესპერანტოზე ნიშნავს კვანძს, სახელის ეს ნაწილი ასახავს პროდუქტის მისიას, შეიქმნას ძლიერი კავშირები და კვანძები კითხვის საზოგადოებაში. როდესაც ლოგოს შექმნისათვის დავიწყე ფიქრი, წარმოვიდგინე სახელი "BOOKNITO" და თვალწინ პატარა ჩიტი წარმომიდგა, არჩევანი შეჩერდა ჩრდილოეთ ამერიკის ჩიტის სახეობაზე სახელად "Bluebird".
რას იტყვი კურსის ლექტორის შესახებ?
ბექა კერესელიძეს გამოარჩევს მისი გამოცდილება და ხედვა, შესანიშნავი კომუნიკაციის და ახსნის უნარები აქვს. მადლობა ბექას, წარმატებებს ვუსურვებ.
სმარტ აკადემია
მადლიერი ვარ სმარტ აკადემიის, რამდენიმე ჩემს მეგობარს უკვე ვურჩიე სმარტ აკადემია და თუ მეც გადავწყვეტ სხვა პროფესიის შესწავლას ან ახალი უნარის განვითარებას, უკვე ვიცი სადაც შემიძლია მივიღო ყველაფერი.
გაიგე მეტი UX/UI დიზაინის კურსის შესახებ.